ავარია რამდენიმე წუთის წინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.








