თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან, თბილისში შემოსასვლელების აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული ესკიზური პროექტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე.

თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების წარდგენის საკონკურსო პირობები არქიტექტურის სამსახურში დამუშავდა და იგი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის - ერთიანი ელექტრონული სისტემის tenders.procurement.gov.ge მეშვეობით გამოქვეყნდა.

ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და გახდეს გამარჯვებული.

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 სექტემბერი.