საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო.

პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც სურთ, პრაქტიკული გამოცდილების მიღება სოფლის მეურნეობის, კვლევისა და ინოვაციების სფეროში.

იხილეთ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის პროგრამების ჩამონათვალი:

რისკის შეფასების სამსახურის სტაჟიორი

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95354

მეცხოველეობის და საკვებ-წარმოების კვლევის დეპარტამენტის სტაჟიორი

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95348

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის სტაჟიორი

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95348?active=1

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება  10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის  www.hr.gov.ge -ის მეშვეობით შეუძლიათ.

გისურვებთ წარმატებებს! - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი  ავრცელებს