ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები პირბრატის ინსტიტუტში, მსოფლიოს ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის თურქულის დაავადების მსოფლიო რეფერენს ლაბორატორიაში (FAO World Reference Laboratory for FMD (WRLFMD) დაWOAH Reference Laboratories for FMD) გაიმართა.

მასპინძელი ინსტიტუტის ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა პრეზენტაციები წარადგინეს თურქულის (FMD) დაავადების სეროლოგიური და მოლეკულური ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შესახებ.

ქართველმა სპეციალისტებმა მსოფლიოს ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის თურქულის დაავადების მსოფლიო რეფერენს ლაბორატორია დაათვალიერეს, ადგილზე განიხილეს საკვალიფიკაციო ტესტირებების ფორმატის საკითხები, ინფორმაცია გაცვალეს გამოცდილების, მიღწევებისა და მიდგომების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს მეცნიერებსა და სპეციალისტებს შორის ურთიერთობების  გაღრმავებასა და დაახლოებას შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ინგლისში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე დავით ფარქოსაძე, ხარისხის მენეჯერი თეა ენუქიძე და მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი ნინო ვეფხვაძე, ესწრებოდნენ.