საკრებულოს სხდომაზე სიტყვით სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე გამოვიდა და დედაქალაქში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის თაობაზე ისაუბრა.
შალვა ოგბაიძის ინფორმაციით, მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრების დროს ამომრჩეველი ხშირად ინტერესდება გაერთიანებული ოპოზიციის ქმედებებით.
„ხშირად მოგვამართავენ შეკითხვით, ხომ არ წარმოადგენს გაერთიანებული ოპოზიცია რაიმე საშიშროებას ქვეყნის იმიჯის შელახვის მიმართულებით და გვთხოვენ, აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებას“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ და აღნიშნა, რომ დისკრედიტირებული ოპოზიცია ქვეყანას ვერც ზიანს მიაყენებს და ვერც საერთაშორისო ასპარეზზე შეულახავს იმიჯს.
შალვა ოგბაიძემ სხდომაზე ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება ჩვენს დედაქალაქში.
„არ გავა დღე, რომ არ გაიხსნას ახალი სკვერი, მინი სტადიონი, ბაღი. მნიშვნელოვანია მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმა და სარეაბილიტაციო პროგრამა. ჩვენ მივდივართ სწორი გზით და ბენიერი ვარ, რომ მე ჩემს კოლეგებთან ერთად დედაქალაქის აღმშენებლობის პროცესში ვიღებ მონაწილეობას“, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.