თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს აქციაზე თავის ოჯახის წევრებთან ერთად მიდის
როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, 90-იანების შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძოდ, საავტომობილო ფედერაცია შეიქმნა, რომელიც მსოფლიო და ევროპულ სტრუქტურაში გაწევრიანდა.
,,ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია- საავტომობილო ფედერაცია, მას შემდეგ, რაც რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მსოფლიო და ევროპულ სტრუქტურაში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაში გავაწევრიანეთ და 1998 წლიდან, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის გამოკლებით, ევროპის ჩემპიონატი აქ ტარდებოდა,’’-განმაცხადა შალვა ოგბაიძემ.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, საქართველოში ფორმულა 1-ის ტრასის მშენებლობაც იყო დაგეგმილი, თუმცა, ეს ტერიტორია იმ ადამიანს აჩუქეს, რომელიც საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას ცდილობდა.
,,რაც შეეხება რუსეთისკენ სვლას, მე ჩემს შვილებთან ერთად რუსეთთან ბრძოლის ვეტერანი ვარ. თქვენ კი 2008 წლის ომის დროს ერთმანეთს ასწრებდით წითელ ხიდზე’’,-მიმართა ოპოზიციას შალვა ოგბაიძემ.