გადადგეს სახალხო დამცველი, ელისაშვილმა კი დატოვოს პარლამენტის მანდატი - მე მრცხვენია თქვენს მაგივრად! - ამის შესახებ ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ახალმა შექმნილმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დადოს უნდა დასკვნა სახალხო დამცველის მოადგილის ნეპოტიზმით დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა კი საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს და გადადგეს თანამდებობიდან! ელისაშვილმა კი დატოვოს პარლამენტარის მანდატი!
მე მრცხვენია თქვენს მაგივრად!“- წერს ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახლად არჩეულმა სახალხო დამცველმა, რომელიც ამავე დროს პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერია და მისი მანდატით გახდა მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საკუთარ მოადგილედ ნათია ჯუღელი დანიშნა, რომელიც მისი პარტიის თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის ნათესავია.