კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსულმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო ისტორია, რომელიც ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინ კლინიკიდან გამოითხოვეს, საერთოდ არ არის საჭირო სტრასბურგის საჩივრისთვის.
„დაცვის სტრატეგია იცის მან, როდის, როგორ, რანაირად უნდა გაკეთდეს. პირველი საქმე არ არის, რომელიც მოგებული გვაქვს სტრასბურგში. თუ ამას ჩათვლის ბატონი სააკაშვილი საჭიროდ, იმ წამიდან ვიწყებთ მოქმედებას. თუ არ ჩათვლის საჭიროდ, მაშინ ეს მისი გადასაწყვეტია. სამედიცინო ისტორია მჭირდება იმისთვის, რომ ამის შემდეგ შევიტანო პროკურატურაში საჩივარი და მოვითხოვო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ურთმელიძეზე და ა.შ. ეს არ არის სააკაშვილის მოთხოვნა, სააკაშვილმა მე როგორც ვიცი, არც იცის რა დარგის ექიმები არიან, ვინ არიან, როგორ არიან. რადგან ოჯახის მოწვევით არ არის, მისია აბსოლუტურად განსხვავებულია, სულ სხვა სამართლებრივ ჭრილში ხდება ამ საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, აქ ოჯახის წევრების განცხადებით მიმართვა აბსოლუტურად არარელევანტურია," - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძემ.