,, 9 აპრილს ქართველ ხალხს ბატონის შესაცვლელად არ უბრძოლია“- ამ სათაურით აქვეყნებს წერილს საზოგადოება
,, ქართული" და დღევანდელი დღის მნიშვნელობას, მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალობიდან, აფასებს. 

,, არ იქნება სუვერენიტეტი, არ იქნება სამშვიდობოს გასვლა, ესაა დღევანდელი დღის მკაცრი დილემა." - მიიჩნევენ წერილის ავტორები.

,, ეროვნული სუვერენიტეტი და არა ბატონის შეცვლა იყო, არის და იქნება მომავალშიც ქართველი ხალხის ურყევი ნება, სრულად და შუზღუდავად განახორციელოს საკუთარი ინტერესები და მართოს საკუთარი ქვეყანა.  
ურიგო არ იქნება ეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დღეს გარედან იმართება და ქართველი ერის ინტრესებს საერთაშორისო გლობალური ომის პარტიის ერთგულებაზე ცვლის." - აღნიშნულია საზოგადოება ქართული • Society Georgian  მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

Წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ ,, დღეს, რუსული იმპერიალიზმის ვითომ შეკავების დოქტრინით, დასავლური „დიფ სთეითი“ოსტატურად ფუთავს თავის მიზანს, მუდმივი ცეცხლის რკალში გახვიოს რუსეთი და ამაში ჩვენისთანა პატარა ქვეყანა მხოლოდ ამ ცეცხლში შესაკეთებელ შეშად გამოიყენოს."

წერილში ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის ელჩის განცხადებაცაა აღნიშნული, რომელიც პარტიზანულ მოძრაობაში ჩაბმასაც კი ურჩევდა ქართველებს : 
,, თქვენ სამი მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენ. შემდეგ შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ დაგეხმარებით და იქიდან იომეთო“, ასეთი იყო ერთ- ერთი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის ელჩის „სტრატეგიული“ რჩევა სახელმწიფოსთვის, რომელსაც არც ნატოს ქოლგა იცავს, ქვეყნის 20 % ოკუპირებულია და რუსული ჯარები დედაქალაქიდან 30 კილომეტრში დგანან. 
ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების პრაგმატული სახელმწიფოებრივი ინტერესები კი, ამორალურობის მიუხედავად, გასაგებია, რადგან მეორე ფრონტის კავკასიაში  გაჩაღება მათ ქვეყნებს შესაძლო რუსული აგრესიისგან დაიცავს. ეს არის მათი ზღვარგადასული აქტიურობის მიზეზი და არა საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი გულშემატკივრობა. ურიგო არ იქნებოდა ჩვენი რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა მათგან ისწავლონ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა."

Საზოგადოება ,, ქართული" მიიჩნევს, რომ დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენი ქვეყანა გარედან თავსმოხვეული ანტიეროვნული იდეოლოგიის მიმართ ლოიალური ვერ იქნება. 

,, დღეს ჩვენ, უდავოდ, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რადგან ომია რეგიონში: უკრაინა-რუსეთს, ახლო აღმოსავლეთში - ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის; დაძაბულობაა თურქეთში, სირიასა და ერაყში. ომის საშიშროება დღითიდღე იზრდება სამეზობლოში, ირანსა და დასავლეთს შორის. ასეთ პირობებში, ქვეყანას არ აქვს ფუფუნების უფლება, ლოიალური იყოს გარედან თავმოხვეული ათასი ჯურის ანტიეროვნული იდეოლოგიებისა და ჩარევების მიმართ.  ეს საუკუნის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვად დაგვიჯდა. 
ამიტომ, დღეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა გვავალდებულებს მტკიცედ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და დავიცვათ ქვეყნის სუვეტენიტეტი. მით უფრო პირობებში, როცა გლობალურადაც ეროვნული ინტერესების დაცვა მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი ტენდენცია გახდა. საომრად გამზადებულ რომელიმე ბანაკს მიკედლება და სხვების  ინტერესებით ხელმძღვანელობა გარდუვალად გამოიწვევს ქართული სახელმწიფოებრიობის მორიგ განადგურებას.
 
არ იქნება სუვერენიტეტი არ იქნება სამშვიდობოს გასვლა, ესაა დღევანდელი დღის მკაცრი დილემა. ეროვნული ინტერესებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად ბრძოლაში კი გადამწყვეტი  ქართველი ხალხის, საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობაა. მხოლოდ ერთიანი ეროვნული პოზიცია შეიძლება გახდეს გლობალური ომების ეპოქაში ქვეყნის გადარჩენის საფუძველი. " - აღნიშნულია წერილში.