ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 9 კმ-ით დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან, მიწის ზედაპირიდან 18 კმ სიღრმეში იყო  

ინფორმაცია მიწისძვრის მაგნიტუდის, ეპიცენტრის ადგილმდებარეობის და ზედაპირიდან სიღრმის შესახებ პირველადია და ექვემდებარება დაზუსტებას.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანახმად მიწისძვრა მაგნიტუდა იყო 4,7ML.

გერმანიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის თანახმად მიწისძვრა მაგნიტუდით 4,4mb მოხდა დედამიწის ზედაპირიდან 10 კმ-ის სიღრმეში