„ბათუმი არენაზე“ საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლა.

შეხვედრა ქართველ ფეხბურთელთა უპირატესობით წარიმართა და მათ მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს. 

საქართველო - მოლდოვა 3:0(1:0)
გოლები: 14' ოთარ მამაგეიშვილი 1:0, 49' გიორგი კვერნაძე, 72' გიორგი აბუაშვილი


 

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს  სტუმრად გამართავს ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან, სხვა შეხვედრების განრიგი კი ასეთია:

06.09 შვედეთი - გიბრალტარი
09.09 გიბრალტარი - ჩრდილოეთ მაკედონია
10.09 მოლდოვა - შვედეთი
15.10 შვედეთი - საქართველო
11.10 ჩრდილოეთ მაკედონია - მოლდოვა
14.10 ნიდერლანდები - შვედეთი
15.10 საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია