უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან არსებული განრიგით განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„მაგისტრალური და საგარეუბნო მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: №802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი; №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი; №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი; №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; №6355/6356 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი; №6353/6354 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი; №684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; №6446/6445 ხაშური-ზესტაფონი-ხაშური; №6418/6417 ზაშური-ზესტაფონი-ხაშური; №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი; №686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია, ვებ-გვერდების საშუალებით: https://gr.com.ge; https://railway.ge; საქართველოს რკინიგზის სალაროებში“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.