უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, საქართველოს რკინიგზა დღეს კიდევ რამდენიმე რეისს აუქმებს - თბილისი-ბათუმი; თბილისი-ზუგდიდი; თბილისი-ფოთი და თბილისი-ბორჯომი.
განცხადების მიხედვით, საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.
უკვე გაყიდული ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.