ჭავჭავაძის გამზირზე მყოფი აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების შესახებ მოწოდებიდან მცირე ხნის შემდეგ, სამართალდამცველებმა პროტესტანტების მელიქიშვილის გამზირისკენ გაყვანა დაიწყეს.
აქციის მონაწილეებისთვის 15-წუთიანი ვადის მიცემის შემდეგ ორგანიზატორებმა მიცემული დროის ხანგრძლივობის 40 წუთამდე გაზრდა ითხოვეს.
სამართალდამცველებმა სკამებით ჩახერგილი გამზირის გაათავისუფლეს, აქციის მონაწილეებმა კი მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით გადაინაცვლეს.