ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შუა ამაღლების სპორტდარბაზში, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ებრაელ და ქართველ გმირთა ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირი 2015 წლიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,საქართველო შალომ კლუბ გურიას“ ორგანიზებით, ისრაელის საელჩოს ხელშეწყობით ტარდება.
წელს ტურნირში 200-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. გარდამავალი თასის მფლობელი ჩოხატაურის გუნდი გახდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო „მაშავის“ საქართველოს განყოფილების; საქართველოს ებრაელთა კავშირისა და „შალომ კლუბ გურიას“ ხელმძღვანელი პირები.
სტუმრები ასევე ეწვივნენ ერისთავების ციხე-დარბაზსა და გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკს.