27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაერთის შეხვდა. 


✅ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა კომისარს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. 
✅ სახალხო დამცველმა მაიკლ ო'ფლაერთის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გააცნო და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და  ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. 
📌 ახლადარჩეულმა კომისარმა ამ მრავალწლიანი  თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.