რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილი იქნება რამდენიმე ტურისტული ობიექტი, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„ძვირფასო ვიზიტორებო, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილი იქნება შემდეგი ტურისტული ობიექტები:

• სათაფლია

• ნავენახევის მღვიმე

• ოკაცეს კანიონი

• ოკაცეს ჩანჩქერი

პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი 5 იანვრიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ვიზიტორების მიღებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.