ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,დღეიდან, ჩვენი აეროპორტიდან ქუთაისის ცენტრამდე, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS-ით მოვემსახურებით. ავტობუსების განრიგი ფრენებზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარი იქნება. ანგარიშსწორებას ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით შეძლებთ.
ჩვენი აეროპორტიდან შატლები ქალაქის ცენტრში მდებარე DMO იმერეთის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით იმოძრავებენ და უკან დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან. " -წერია განცხადება.