პარიზში დასრულდა ფიზიკაში მოსწავლეთა 55-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IPhO 2025), რომელშიც 87 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ქართველმა მოსწავლეებმა ფიზიკის 55-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ერთი საპატიო სიგელი მიიღეს.

ბრინჯაოს მედლები ცოტნე გიორგაძემ და არჩილ ზაბახიძემ მოიპოვეს. საპატიო სიგელი ირაკლი მექვაბიშვილმა დაიმსახურა.

შეჯიბრების აბსოლუტური გამარჯვებული 43,2 ქულით სამხრეთკორეელი ჰიოკჯუნ ლი გახდა.

სულ, ოლიმპიადაზე 37 ოქროს, 81 ვერცხლის და 96 ბრინჯაოს მედალი გაიცა და საპატიო სიგელით 71 მოსწავლე

ყველაზე წარმატებით იასპარეზეს მოსწავლეებმა შემდეგ ქვეყნებიდან:

აშშ - 5 ოქრო (მე-6, მე-9, მე-12, 26-ე და 29-ე ადგილები)
სამხრეთ კორეა - 4 ოქრო, 1 ვერცხლი (1-ლი, მე-17, 23-3, 33-ე, 41-ე ადგილები)
ჩინეთი - 4 ოქრო, 1 ვერცხლი (მე-2, მე-5, მე-6, მე-11, 76-ე)
ჰონკონგის - 4 ოქრო, 1 ვერცხლი (მე-4, 21-ე, 27-ე, 35-ე, 51-ე ადგილები)
იაპონია - 3 ოქრო, 2 ვერცხლი
ტაივანი - 3 ოქრო, 2 ვერცხლი
ინდოეთი - 3 ოქრო, 2 ვერცხლი
ავსტრალია - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

თითო-თითო ოქროს მედალი მოიპოვეს რუმინელმა,  ვიეტნამელმა, სინგაპურელმა, ტაილანდელმა, სლოვენიელმა და ისრაელელმა მოსწავლეებმა.

სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი ინდივიდუალურად მოასპარეზე რუს მოსწავლეებს გადაეცათ.

აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ოლიმპიადაზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და 2 საპატიო სიგელი მიიღეს, სომეხმა მოსწავლეებმა კი 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და 2 საპატიო სიგელი დაიმსახურეს.

მოსწავლეთა ოლიმპიადის სრული შედეგები იხილეთ აქ.