გამოძიების შეკითხვებს, მაგისტრანტი მოსამართლით თანდასწრებით, საქალაქო სასამართლოში ჯგუფ "დაიტოვეს" ხელმძღვანელმა, ილია ღლონტმა უპასუხა. გამოკითხვის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა.
ანი ხუბეჯაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებით დგინდება, რომ ჯგუფი სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობისთვის არის გამოყენებული და ამ მისი საშუალებით ხდება სხვადასხვა წინააღმდეგობისათვის საჭირო ნივთებისა და თუ თანხის მობილიზება და მოძიება.
"მას დაესვა კითხვები უშუალოდ ამ ჯგუფში, რომელსაც ჰყავს 200 ათასზე მეტი აუდიტორია, გამოქვეყნებული გარკვეული პოსტების შესახებ. მათ შორის, ჯარიმებისთვის გადასახდელი თანხის მობილიზების კონტექსტში და მან განმარტა, რომ ზოგადად, შეიძლება რომ ვინმე კონკრეტული პირის ჯარიმა ყოფილიყო მოთხოვნილი და ამას არ ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი მისი მხრიდან. გარდა აღნიშნულისა, მან დაადასტურა ის, რომ რამდენიმე აქციის ორგანიზატორი თავად იყო. გამოძიებით დგინდება, რომ ჯგუფი სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობისთვის არის გამოყენებული და ამ ჯგუფის საშუალებით ხდება სხვადასხვა წინააღმდეგობისთვის საჭირო ნივთებისა და თუ თანხის მობილიზება და მოძიება. ასევე, ნანუკას ფონდისგან ფიქსირდებოდა გარკვეული თანხის ჩარიცხვა უშუალოდ ილია ღლონტის პირად ანგარიშზე და მან როგორც განგვიმარტა, ეს თანხა გამოიყენა მან მისი პირადი ჯარიმის გადასახდელად," - აცხადებს ანი ხუბეჯაშვილი.