პროკურატურაში, ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან ტელეკომპანია "იმედის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფები. მედიის წარმომადგენლები ჩვენებას პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში აძლევენ.
საგამოძიებო უწყებამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე საქმე გუშინ მედიაში გავრცელებული კადრების საფუძველზე აღძრა. კადრების მიხედვითაც, თბილისში, ათონელის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და ტელეკომპანია "იმედის" გადამღებ ჯგუფებს.