პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს
პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერის თავდასხმის ფაქტზე როგორ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რას ძალადობას გულისხმობს.
2024 წლის 15 იანვარს გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
როგორც კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ განუცხადა, გიორგი გახარიას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.