საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე" შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოკითხვაზე დაიბარა. 

როგორც "აიპრესს" პროკურატურაში განუცხადეს,  ვახტანგ გომელაური დღეს 17:00 საათზეა დაბარებული. 

ცნობისთვის, 2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გაიხსნა. იმ პერიოდისთვის ვახტანგ გომელაური 2015-2019 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.