საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა.
სამხედრო ქვედანაყოფში მთავარსარდალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
პრეზიდენტს სამთო სკოლის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ სკოლის ისტორიის, მისიისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამთო აღჭურვილობის ინვენტარი გააცნო. მიხეილ ყაველაშვილმა სკოლის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო კლასები დაათვალიერა.
სამთო მომზადების სკოლის სამხედროებმა სასწავლო უბანზე საჩვენებელი სწავლება გამართეს. საქართველოს პრეზიდენტი სამთო სკოლაში ვიზიტის ფარგლებში პროექტ „ჯარის ბანაკში“ მონაწილე მოსწავლეებსაც შეხვდა და მათთან ერთად სასადილოში „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნა.
„საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სწავლება საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ეს არის ჩვენი თავდაცვის ძალების ერთ-ერთი გამორჩეული ბაზა.
მიხარია, რომ „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებთან შეხვედრის შესაძლებლობაც გვქონდა. ეს არის განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი წარმატებული პროექტი . მოხარული ვარ , რომ დღეს ჩვენს ქვეყანას და თავდაცვის ძალებს გააჩნია შესაძლებლობა, რათა ჩვენი სამხედროები მოემზადონ მაღალ დონეზე. ამასთან
სასიამოვნოა , რომ ახალგაზრდები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან სამხედრო სწავლებით“,- განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.