დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილე პირად შემადგენლობას, იუნკრებსა და მსმენელებს  მივულოცე და აკადემიის  კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადავეცი. ასევე , ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, აკადემიის ბიბლიოთეკაში ოკუპაციის მუზეუმი გავხსენი. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დღეს აკადემიის კურსდამთავრებულები შეუერთდნენ  იმ დიდებული ქართველი ოფიცრების რიგებს, რომელთა სიმამაცეზე, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმზე იდგა, დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ქვეყნის ღირსება და უსაფრთხოება. 

მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის. 

ქართველი სამხედროების ერთგულება, თავდადება და სამშობლოს უანგარო სიყვარული ის საფუძველია, რომელზედაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი აწმყო და მომავალი დგას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ კურსდამთავრებულებს ! 

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოსა და თქვენი მფარველი!" - წერს პრეზიდენტი.