სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი თემურ ჩალაბაშვილის გარდაცვალების გამო (30.12.2023)
დღეს ვემშვიდობებით ბატონ თემურ ჩალაბაშვილს, - ჩვენი დროის გამორჩეულ პოეტს და დიდ ადამიანს.
იგი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გაიცნო ფართო საზოგადოებამ, როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი რჩეული.
მისი პიროვნება იყო და არის მაგალითი სისუფთავისა, უბრალოებისა, მეგობრობისა, სიკეთისა და სიყვარულისა.
შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა სულისა და ბატონი თემურისათვის ლოცვის ძალა. - ნათქვამია ილია II - ის სამძმარში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.