პატარა ლუკა თეთრაძეს დახმარება სჭირდება. ბავშვის დედა საზოგადოებას მიმართავს. 

"ჩემი შვილი, ლუკა თეთრაძე, 20 იანვრიდან იბრძვის სიცოცხლისთვის. ამჟამად იმყოფება, თურქეთში, მემორიალის კლინიკაში. მისი დიაგნოზია:

პნევმონია, მწვავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, მწვავე... პლევრული გამონაჟონი, ტაქიპნოე, დესატურაცია, სასუნთქი კუნთების რეტრაქცია.

ასევე ამონარიდი ცნობიდან: "მიზანშეწონილია პაციენტის მკურნალობის გაგრძელება სპეციალიზირებულ კლინიკაში, შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენს კლინიკაში მკურნალობის შემდგომი რესურსის არარსებობის გამო".

მოგახსენებთ, რომ მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა კვლევა, ახლა გადის რეაბილიტაციის კურსს, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული (1 დღე 1500$). რადგან საავადმყოფოში უკვე დავალიანებაც გვერიცხება არის საშიშროება იმისა, რომ ლუკამ მკურნალობა ვეღარ გააგრძელოს. ასევე ესაჭიროება ჟანგბადის აპარატი, რომელიც 2000 დოლარი ჯდება.

გთხოვთ, ჩვენი გასაჭირი მიიტანოთ გულთან და დაგვეხმაროთ. აქვე მივუთითებ ჩემი დის ანგარიშებს:

"საქართველოს ბანკი"

#GE09BG0000000544162500

მიმღები ნანა გიგაური. 

"თიბისი ბანკი"

#GE05TB7851245063600021

მიმღები ნანა გიგაური. 

"ლიბერთი ბანკი"

#GE10LB0711101301150140

მიმღები ნანა გიგაური. 

მალე ისევ ასეთი იქნები, ჩემო თვალებციმციმა, კეთილი ხალხის თანადგომით.

ფეიფალის ანაგრიში

@NanaGigauri162

ეს არის ფეიფალის ანგარიში საზღვარგარეთისთვის

ან gigaurinana34@gmail.com", - წერს ბავშვის დედა.