ჭიათურაში 77 წლის ქალს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ახლობლების ინფორმაციით, დოდო ყიფშიძე-საცერაძე 15 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია.

დოდო ყიფშიძის ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე: 593-91-92-02; 599-30-53-16.