ძალიან ახლო მეგობარი უბრალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, კითხვებზე პასუხები დღემდე არ მაქვს - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„მეგობრობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკა და საქმე არ უნდა ჩარიო ამ ყველაფერში. იყო ცხოვრებაში მომენტები, როდესაც ძალიან ახლო მეგობარი უბრალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და არ ვიცი დღემდე ეს როგორ მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი და მქონდა ძალიან დიდი ხანი კითხვები, რომლებზეც პასუხი ვერ მივიღე, შემდეგ დიდი დრო გავიდა და დამავიწყდა...
ძალიან გამიჭირდა. ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი და არ მაქვს დღემდე პასუხები. ნამდვილად ვთვლი, რომ ჩემგან გამომდინარე რაღაც წყენა, ან პრობლემა არ ყოფილა, უბრალოდ ალბათ, ამ ადამიანმა ჩათვალა, რომ... შეიძლება მის ცხოვრებაში იყო რამე ისეთი მომენტი, როდესაც ის უბრალოდ ჩამოშორდა თავის მეგობრებს, ან სხვა ტიპის ადამიანებთან უფრო ნახა საერთო, არ ვიცი, ვერ გეტყვით, ძალიან უცნაური ამბავი დამემართა და დიდი ხანი იყო ჩემთვის ეს ძალიან ემოციური თემა, რადგან ცოტა ახლო მეგობარი მყავს, მაგრამ მათ გარეშე წარმოუდგენელია ჩემთვის ყოფნა, ამიტომ განვიცადე, მაგრამ წლების მერე უფრო უცნაურ ამბად დარჩა“,- თქვა ნინო ლომჯარიამ.