ექიმი-ნარკოლოგი თათა ასათიანი გადაცემა "გაბედე"-ში საუბრისას აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ნარკომოხმარების უმძიმესი სტატისტიკაა.

-რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში მოხმარების და ნივთიერებების სცენაზე? და როგორია გამოჯანმრთელების სხვადასხვა ფაქტორი, ქალების, ახლა რა სიტუაციაა? 

-ახლა არის უმძიმესი სიტუაცია, ეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელიც არის დღეს დღეობით საქართველოს ნარკო სცენაზე, იწვევს პირდაპირ ადამიანის პიროვნების ჩამოშლას. 

-და შეიძლება რომ ერთი მოხმარების მოხდეს ეგ?

შეიძლება, ერთი მოხმარებითაც. არიან ადამიანები, რომლებიც "ამაყობენ", შემომხედეთ არაფერი არ დამემართა. ამ დროს შეხედავ და ფიქრობ, როგორ არ დაგემართა, უბრალოდ შენ არ გაქვს აღქმა და კრიტიკა შენი მდგომარეობის მიმართ.