გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლობით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „საქმიანი კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიები და პრაქტიკული უნარები“.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებული უნარების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ასევე, ორგანიზაციის გარეთ საქმიან ურთიერთობებში უფრო სწრაფი და ეფექტიანი შედეგების მიღწევას.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს:
• კომუნიკაციის ფსიქოლოგიური საფუძვლები;
• კომუნიკაციის ტიპები, დონეები და ბარიერები;
• ვერბალური კომუნიკაციის ტექნიკები – აქტიური მოსმენა, პოზიტიური და საქმიანი ფორმულირება;
• არავერბალური კომუნიკაციის ეფექტიანი გამოყენება;
• მომსახურების სტანდარტები და პრინციპები;
• რთული (სტრესული და კონფლიქტური) კომუნიკაციის მართვა და ემოციების რეგულაცია;
• ნეგატიური ინფორმაციის მიწოდების ტექნიკები მომხმარებლის გაღიზიანების გარეშე.
ტრენინგი აერთიანებდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო პროცესში გადაეტანათ.
მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს საჯარო სექტორში პროფესიული სტანდარტების გაძლიერებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების განვითარებას.











