ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია მურღულია წერს:
"ყოველ დილას ან ერთ მშვენიერ დღეს მაინც დასვი კითხვა:
რა სინდისით უნდა მოსთხოვო სხვას ის, რაც საკუთარი თავისთვის არასდროს მოგითხოვია?
სამყაროს არავის ვალი არ აქვს.
რასაც გაიღებ, იმას მიიღებ.
ყველა სხვა გზა ძალდატანებაა და სიყვარულს ეწინააღმდეგება.
შეხედე ღმერთსა და ადამიანებს სუფთა სინდისითა და თვალებით.
ამისთვის ყოველი გაღვიძება კარგია.
დღევანდელიც.
დილა მშვიდობის! 🙂
დაე, ყველა სიკეთე, რასაც გასცემთ, ღიმილით დაგიბრუნდეთ.
ღმერთზე უკეთ ადამიანს არავინ უღიმის."