ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია მურღულია წერს:
ერთხელ თურმე თემისტოკლეს უთქვამს:
"უფულო კაცი სჯობს უკაცო ფულს."
უფულო კაცი შეიძლება ფულიანი გახდეს, აი, კაცობის უქონლობა გადაულახავი უიმედობაა.
ისე, იმდენი სახსარი კი უნდა გქონდეს, შენს თავისუფლებას სათუოს რომ არ გახდის.
იმიტომ კი არა, უფულობის გამო რომ თავისუფლებას გაყიდი - არა. შეიძლება არაფერი გაგაჩნდეს და მაინც არავის დაემონო.
თავისუფლება, რამდენადმე მაინც, შეძლებული უნდა იყოს, მეტი სიკეთის გაკეთება რომ შეძლოს - მას ფრთები სჭირდება.
თავისუფალი ადამიანი სხვისთვის სიხარულის მომგვრელად უნდა ვარგოდეს - რად გინდა უბორკილობა, თუ მხოლოდ შენთვის იცხოვრებ?
ფულის ერთ-ერთი ნათელი თვისება ის არის, რომ ის შეგიძლია სხვისთვის დახარჯო.