თუ კატეგორიულად გავალდებულებენ, იყოთ თავგანწირული გმირი, კარგად აუხსენით, რომ დაბადებამდე თქვენ მიერ ხელმოწერილ კონტრაქტში ამის შესახებ არაფერი წერია. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა და თავად აქვს უფლება, აირჩიოს - რამეს შეეწიროს, თუ იმ დღეს ფინჯანი ყავა დალიოს.
ის, რაც მას შეიძლება დაბეჯითებით ურჩიო (და არა მოსთხოვო), საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვაა ისე, რომ გზად სხვა არ გადათელოს.
გმირს აღზრდა, ისტორია და მომენტი ქმნის.
ზოგადად კი, ისიც გმირობაა, თუ სიკეთესა და ადამიანებს პატიოსნად და ხარისხიანად ემსახურები" - წერს გია მურღულია.