ებრაელებს აქვთ ასეთი გამოთქმა:"თუ ოქრო და წიგნი დაგივარდა, ჯერ წიგნი აიღე და შემდეგ - ოქრო". ყველა ადამიანს ცხოვრების ღირებულებათა საკუთარი იერარქია აქვს. ეს არ არის, უბრალოდ, მასლოუს პირამიდა, რომელიც ჯერ შიმშილს სცნობს და მერე - ღირსებას. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ეს უფრო მეტია და ამ "მეტობას", გონებასთან ერთად, გული და სინდისიც ქმნის. არავინ გეუბნება, ოქრო არ აიღოო. მაგრამ ჯერ წიგნი აიღე. ეს პრაქტიკულადაც მართებულია - თუ კარგად გამოიყენებ, წიგნი უფრო მეტ ოქროს გაშოვნინებს, ვიდრე ოქრო - წიგნს.დაუჯერეთ ძველ გამოთქმებს - ხანდახან ისინიც მართალს ამბობენ.- წერს გია მურღულია