ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია მურღულია წერს:
თქვენ ამბობთ, რომ ერთი სიტყვა არაფერს ნიშნავს? მაშინ "მერანი" იქნებ ასე წავიკითხოთ:
"მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი ჯაგლაგი".
ყველაფერი შეიცვალა, არა?
ხუთიდან მხოლოდ ერთი სიტყვა გამოვცვალეთ და ბარათაშვილის ფიქრის სიმაღლიდან აღარაფერი დარჩა - არც შინაარსი და არც განწყობა თუ პათოსი.
სიტყვა მიმართების განზომილებას განსაზღვრავს - მხატვრულ ტექსტშიც და ადამიანთა ურთიერთობებშიც.
მოძებნეთ საჭირო სიტყვები.
სამყაროს, ზნეობას, ღირსებას, სიყვარულსა და მშვენიერებას შესატყვისობები უყვართ.
სრულფასოვნად ის გამოხატავს, ვინც შესაფერის (ზოგჯერ - ერთადერთ!) სიტყვებს პოულობს.
დღეც მერანმა უნდა განსაზღვროს და არა ჯაგლაგმა.
დილა მშვიდობის. 🙂