მტკვარში გადავარდნილი მანქანის 1 მგზავრი, რომელიც მაშველებმა ამოიყვანეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს

თბილისში, გვიან ღამით ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. პირველადი ინფორმაციით, მანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა. აქედან ერთი საავადმყოფოში იყო  გადაყვანილი.

ამ დრომდე ეძებენ მანქანაში მყოფ სხვა პირებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადა ნათქვამია რომ  მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.