სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ.

 როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი.  

მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ  ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან  ხორციელდება შესაბამისი პროცედურები.

ცნობისთვის, ეს უკვე მესამე საქართველოს მოქალაქეა, რომელიც თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ემსხვერპლა