საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამ დრომდე დაახლოებით მილიარდ ოთხას მილიონს თუ მოიცავდა, დაახლოებით ასი მილიონით იზრდება და მომდევნო წელს მილიარდ-ნახევარს გაუტოლდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი წლის წინ ეს დაუჯერებელი იქნებოდა.

„ბევრი წლის წინ ვინმესთვის რომ გეთქვა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მილიარდ-ნახევრით დაფინანსდება, პრაქტიკულად, დაუჯერებლად გამოჩნდებოდა. საბედნიეროდ, გამოჩნდა, რომ დღეს ეს ყველაფერი რეალურად შესაძლებელი ყოფილა და ბევრი რამ გაკეთდა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვისაც მოხმარდა თანხა ამ თვალსაზრისით. საუბარია მილიონ ადამიანზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.