ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
„მე ოდნავი ეჭვი მაინც რომ მქონდეს, რომ ის თვითდაზიანებით არის დაკავებული, არავითარ შემთხვევაში ზიარების უფლებას არ მივცემდი იმიტომ, რომ თვითდაზიანება ეს არის თვითმკვლელობა. მინდა გითხრათ, რომ ის აღსარებას ამბობს და აქ რომ თვითდაზიანებას ჰქონდეს ადგილი, მე მას ზიარების უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მივცემდი, ვინც არ უნდა იყოს. დანარჩენი, რაც შეეხება იმას, რომ ჩვენს თვალსა და ხელს შუა ადამიანი გადასცდა ყველანაირი კრიტიკულ ზღვარს, არ არის სირცხვილი იმის აღიარება, რომ ჩვენ ქვეყანაში სამედიცინო სამსახური არ არის ისე განვითარებული, რომ ასეთ ტიპის პაციენტებს სრულყოფილი მკურნალობა შესთავაზონ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მისი მთავარი უფლება რაც არის, სიცოცხლის უფლება, აუცილებელია, ჩემი აზრით, უცხოეთში მისი გადაყვანა და მისი გამოჯანმრთელება“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.