დღეიდან იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას 4 მოადგილე ჰყავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 

ინფორმაცია "აიპრესს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. 

პაატა სალიას მოადგილეები არიან: ლაშა მაღრაძე, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი და მერაბ ტურავა. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას უფლებამოსილების ვადა 30 მარტს ამოეწურა. იგი  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო  2020 წლის 25 ივნისიდან.