საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მეორე კოლეგიის თავმჯდომარე მანანა კობახიძე  მედიასთან განაცხადა, რომ სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელი  დაარეგისტრირა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს ჯერჯერობით უცნობის მიიღებს თუ არა წარმოებაში საკონსტიტუციო სარჩელს სასამართლო. 

"სასამართლოში ამ ეტაპისთვის ორივე სარჩელი დარეგისტრირებულია. გუშინ, მოხდა დეპუტატების სარჩელის მიღებაც, სასამართლო შემადგენლობა მუშაობს. რაც შეეხება წარმოებაში მიღებას, ეს საკითხი არ არის ჯერ გადაწყვეტილი და ზუსტ თარიღს სასამართლო ვერ ასახელებს. დასამუშავებელია სარჩელები და მთელი რიგი დოკუმენტები", - განაცხადა მანანა კობახიძემ.