თავმოყვარე იურისტი ასეთ სარჩელს არ უნდა წერდეს, რომელიც დაცლილია სამართლებრივი საფუძვლებისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ, რითაც გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ ორ სარჩელს - ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან და მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით.
„თავმოყვარე იურისტი ასეთ სარჩელს არ უნდა წერდეს, რომელიც დაცლილია სამართლებრივი საფუძვლებისგან. სარჩელის დაკმაყოფილების ერთპროცენტიანი შანსიც კი არ არის. ეს სარჩელი მხოლოდ იმიტომ არის დაწერილი, რომ ადამიანებმა ვერ წაიკითხეს ნორმა და ეცადნენ საზოგადოება მოეტყუებინათ და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ შეაფერხონ პარლამენტის მუშაობა“, - აღნიშნა გორდულაძემ.