აშშ-ში პედიატრები და მშობლები მოითხოვენ, რომ ბავშვებზე აიკრძალოს ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა, ანუ დაწესდეს იგივე შეზღუდვები, რაც თამბაქოზე და ალკოჰოლზე არსებობს. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ამერიკის სამედიცინო ასოციაციაც. - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"პედიატრების არგუმენტია კოფეინის ის მაღალი შემცველობა, რომელიც ბავშვთა და მოზარდობის ასაკში ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამ სასმელების ერთ-ერთი ასეთი გვერდითი მოვლენაა ძილის დარღვევა (სხვა სიმპტომებთან ერთად). 

ჩვენთან ამ საკითხის მიმართ, რასაც ვაკვირდები, სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს ზოგიერთ მშობელს - სასტიკად უკრძალავენ ბავშვს ყავის დალევას, ხოლო ენერგეტიკულ სასმელებზე ამ შეზღუდვას არ უწესებენ. ამაში, ცხადია, ლოგიკა არ არის. ენერგეტიკულ სასმელებში კოფეინის შემცველობა რამდენჯერმე აღემატება, მაგალითად, კოკა-კოლაში კოფეინის შემცველობას და ზოგიერთ შემთხვევაში ყავაზე მაღალიც არის." - წერს მაია ბუწაშვილი "ფეისბუკში".