26-ის მერე ვიწყებ სერიოზულ აქციებს, ამათ არ მივცემ საშუალებას ჩემი შვილი გაამწარონ - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩემი შვილი შეეწირა რუსულ კანონს და თუ საჭირო გახდა, დღეს მე შევეწირები. ხალხს მობეზრდა წადი-მოდი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, ან ეს რუსული რეჟიმი, ან ჩვენ ის 90%-ი ვისაც ევროპა გვინდა. 26-ის მერე მე ვიწყებ სერიოზულ აქციებს, ამათ არ მივცემ იმის საშუალებას, რომ ჩემი შვილი გაამწარონ, გამორიცხულია ეს“,- განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.