23 მაისიდან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში, პროგრამას, სახელწოდებით „კარდაკარ“ იწყებს.
"ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები წინასწარ გაწერილი მარშრუტით კარდაკარ, ბინებზე გადაადგილდებიან და შემდეგ საკითხებს შეამოწმებენ: ცხოველების სტერილიზაციას, კასტრაციას, რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ვაქცინაციას. სპეციალური ბაზა შეიქმნება, სადაც ცხოველების მეპატრონეების აღრიცხვა მოხდება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად, ამ ბაზაში აღრიცხვა მოხდება, კერძოდ, თუ სად მოხდა და რა სახის დარღვევა მოხდა. შემდეგ აუცილებლად მოხდება გადამოწმება, თუ რამდენად შეასრულეს მეპატრონეებმა თავიანთი ვალდებულებები.
ამ პროექტის მიზანია, რომ პირველ რიგში, მეპატრონეების აღრიცხვა მოხდეს, ასევე, მოხდეს ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების შემოწმება და მათი კეთილდღეობის ამაღლება. ამასთან, პროექტის მიზანია, რომ ცხოველების რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია მოხდეს. რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მისამართზე, ადგილზე, მეპატრონეებს ცხოველების "ჩიპირებას" და რეგისტრაციას შევთავაზებთ. ამის სანაცვლოდ მეპატრონეებს მოუწევთ "ჩიპის" თვითღირებულების, მხოლოდ 19 ლარის გადახდა.
პირველ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ინფორმაციის მიწოდება მოხდება, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ცხოველი და რა ვალდებულებები აქვს მეპატრონეს. ჩვენს ბაზაში დარღვევის აღწერა მოხდება და აუცილებლად, შემდეგ გადამოწმება მოხდება, თუ რამდენად შეასრულა, ეს ვალდებულება მეპატრონემ. პირველ ეტაპზე გაფრთხილება მოხდება და შემდეგ ეტაპზე, თუ არ მოხდება, ამ დარღვევის გამოსწორება, მეპატრონის დაჯარიმება იმ ოდენობით მოხდება, რაც თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიხედვით გათვალისწინებულია", - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში.