თოვლის საფარის სიმაღლე, ზოგ სოფელში 70 სმ-ს აჭარბებს, რის გამოც გართულებულია საავტომობილო გადაადგილება, განსაკუთრებით შიდასასოფლო გზებზე. 


ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ  თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.


„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც-ტექნიკა, უამინდობისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, აქტიურად ახორციელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს. ამ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. ასევე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს კურორტი ,,გოდერძის“ მიმართულებით.
მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით“,-აცხადებენ, ხულოს მერიაში.
ამ დროისთვის, შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც. ადგილზე ბრიგადები მუშაობენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 30 სმ-ია, ხოლო მაღალ ზონაში 70-80 სმ-ს აღწევს.