თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"კიდევ ერთი ღირსეული კაცი დააკლდა ჩვენს ქალაქს და ქვეყანას- თბილისის საპატიო მოქალაქე, ცნობილი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე. ბატონ თენგიზს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ მედიცინაში. ის იყო არაერთი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი. მთელი გულით ვიზიარებ თენგიზ ცერცვაძის ოჯახის, ახლობლების, კოლეგების გულისტკივილს." - ნათქვამია თბილისის მერის სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის გამო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.