ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს.
შეხვედრაზე, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თითოეული საკითხი, დეტალურად იქნება განხილული. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება, გუშინ , 25 იანვარს 17:00 საათზე გაავრცელა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი. გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
უწყება აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით
როგორ გამოიყურება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო (ფოტორეპორტაჟი)