მომღერალი ირმა სოხაძე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ლევან ბერძენიშვილის მიერ ტელეკომპანია "მთავარ არხზე" გაკეთებულ მოსაზრებას სოციალურ  ქსელში ეხმიანება.

"ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად!"  დიახ, ბატონო ლევან!"ირმა სოხაძის ტექსტზეც კი!" 

დიახ, ბატონო ლევან!

ეს თქვენ თქვით, მე არ მითქვამს!

ასე გეწყინათ, ამ "შტერული" სიმღერის, კერძოდ კი სიტყვების "ზღაპრის ბოლო კეთილია" - ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი?! გასაგებია!არ მეგონა, ეს ფაქტი ასე თუ გაგამწარებდათ ისე, ხალხს და მით უფრო, ახალგაზრდებს, არაფერი ეშლებათ, ბატონო ლევან!" - წერს ირმა სოხაძე "ფეისბუკში". 

ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილმა განახადა: "ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად! რაღაც თვალსაზრისით, იმხელაძალა გაქვს, რომ შეგიძლია ირმა სოხაძის ტექსტზეც კი გახვიდე...